“დავით ზოდელავას სახელობის  ზღვის კლუბი’’  ახორციელებს სხვადასხვა საქველმოქმედო  აქტივობებს, რომელთა ორიენტირიც სწორედ  ჯანსაღი ცხოვრების წახალისება გახლავთ.

 

ჩვენს მიზნებსა და ამოცანებს  წარმოადგენს 

  • ფიზკულტურულ – გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზება;
  • დასვენებისა და გართობის ღონისძიებების ხელშეწყობა და ორგანიზება;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება, მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოსწავლეთათვის მატერიალურ – ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის შექმნა და მოვლა – პატრონობა;
  • მონაწილეობის მიღება სხვა უწყებების მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში, სემინარებში და სხვა;
  • ბავშვებისათვის, ახალგაზრდებისათვის, ხანში შესულებისთვის სარეაბილიტაციო, სამკურნალო და ფიზკულტურულ – გამაჯანსაღებელი პროცესის ორგანიზება;
  • თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად საზოგადოება ახორციელებს ფიზკულტურულ საწვრთნელ საქმიანობას წყლის სპორტის სახეობებში.
ჩვენმა საქველმოქმედო ფონდმა კიდევ ერთი წამახალისებელი აქტივობა შემოგვთავაზა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ფარგლებში და უმასპინძლა სხვადასხვა ბავშვთა სახლის ბენეფიციარებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.
ამ საქველმოქმედო აქტივობის ფარგლებში ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები და გაატარეს დაუვიწყარი დღე თბილისის ზღვის კლუბში.
რაც შეეხება ზღვის კლუბის საქველმოქმედო ფონდს, იგი პერმანენტულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას და შემოგვთავაზებს სხვადასხვა უამრავ საქველმოქმედო აქტივობებს.